23:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 17:00:53, 1431 ნახვა

სამართალი
ყიფიანი: ივანიშვილთან შეხვედრა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით მოხდა

„ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოხდა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით“, - ამის შესახებ სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ჩვენებაშია აღნიშნული, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის პროკურატურამ გაასაჯაროვა.

როგორც ყიფიანი აცხადებს, „ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა“.

„2015 წლიდან, მას შემდეგ რაც დავტოვე მინისტრის თანამდებობა, მუშაობა დავიწყე „ომეგა ჯგუფში“. ჩემს უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებთან, ინსტიტუტებთან კლიენტის ბიზნესის საქმიანობაში მხარდაჭერა, ჩემს პირად პასუხისმგებლობას და ვალდებულებას წარმოადგენდა ჯგუფში შემავალი ნებისმიერი კომპანიის ინტერესების დაცვა დანაკარგებისა და ხარჯების თავიდან აცილება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მე ვახორციელებდი ჩემს საქმიანობას.

იმ პერიოდისთვის კომპანიის საქმიანობისას პრობლემატური იყო უცხოური კომპანიების მხრიდან დემპინგური ფასები, რაც საფრთხეს უქმნიდა თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას და შესაბამისად, საფრთხე ექმნებოდა „ომეგა ჯგუფის“ საქმიანობას და დასაქმებულ მუშახელს. ამ მიზნით მე დავაორგანიზე შეხვედრა იმდროინდელ ბიზნესომბუდსმენთან გიორგი გახარიასთან და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. გიორგი გახარია ამ პერიოდისთვის მუშაობდა ბიზნეომბუდსმენის თანამდებობაზე და მიმაჩნია, რომ იყო საკმაოდ წარმატებული თავის საქმიანობაში. მე არაერთხელ შევსწრებივარ მთავრობის სხდომებზე, როდესაც ხდებოდა გარკვეული საკითხების განხილვა, ყოველთვის იყო საუბარი, რომ გიორგი გახარია აქტიურად იყო ჩართული ყველა პრობლემატური საკითხის მოგვარებაში და ყველა შემთხვევაში იცავდა მეწარმის ინტერესებს. ამ მიზნით იგი ამყარებდა კავშირებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან და ცდილობდა მეწარმის პოზიციების მაქსიმალურად დაცვას.

რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მასთან შეხვედრა მოხდა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით. ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა. საუბარი შეეხო ზოგადად ქართულ წარმოებას და იმ პრობლემებს, რაც ქართულ თამბაქოს გააჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველასთვის ცნობილია ბატონი ბიძინა დამოკიდებულება ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში ქართული წარმოების მიმართ, ზაზა ოქუაშვილი სწორედ ამ მიზნით იყო ბატონ ბიძინასთან მისული. მან გააცნო საკუთარი ხედვა ქართლი თამბაქოს წარმოების განვითარების შესახებ. კერძოდ, იდეა შეეხებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართული თამბაქოს გაშენებას და ზოგადად ამ დარგის აღორძინებას, რაც საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვდა, რაზეც ბატონმა ბიძინამ აღუთქვა დახმარება. კერძოდ, განუმარტა, რომ ზაზა ოქუაშვილს შეედგინა საკუთარი გეგმა და ხედვა გაეწერა როგორ ესახებოდა ქართული თაბმბაქოს განვითარება, რაც თავის მხრივ შექმნიდა დამატებით სამუაო ადგილებს და ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას დახმარებოდა ზაზა ოქუაშვილს. აღნიშნულ საკითხზე და საერთო ბიზნესის განვითარებაზე იყო კიდეც საუბრები და ფაქტობრივად ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას დაგვხმარებოდა აღნიშნულ ბიზნესში. ამავე შეხვედრაზე განხილული იქნა ის პრობლემები, რაც ჰქონდა ქართულ წარმოებას. იგი ვერ უწევდა უცხოურს კონკურენციას, იყო დემპინგური ფასები. ასევე თუ სწორად მახსოვს, საუბარი იყო რაღაც კრედიტთან დაკავშირებით. ცხადია მე ვხდებოდი აღნიშნული ბიზნესის მოწილე, შესაბამისად, ამ პროექტის განვითარებისთვის არაერთხელ შევხვდი ბატონ ბიძინას პირადად“, - აცხადებს ყიფიანი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics