23:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 15:01:43, 1278 ნახვა

სამართალი
შსს-მ თბილისში ამოქმედებული ჭკვიანი კამერების რიცხვი 248-მდე გაზარდა

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე "ჭკვიანი კამერები" დაემატა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისში ჯამურად 248 ე.წ. "ჭკვიანი კამერა," მათ შოროს სიჩქარის მზომი 18 სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის კონტროლის სისტემით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 271 კილომეტრი საავტომობილო გზა კონტროლდება.

დღეიდან დედაქალაქში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია შემდეგ ადგილებში ამოქმედდა:

1. კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან“ მ. გრიგორაშვილის ქუჩამდე, (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

2. მ.გრიგორაშვილის ქუჩიდან „ისთ ფოინთამდე“ (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

3. ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან - ევროპის ქუჩის დასასრულამდე, (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

5. ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-დან - ნ.ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე, მოედნამდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ);

6. ნ.ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან - ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-მდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას. წლის ბოლომდე, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია ჯამში 1200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics