2018-10-10 09:42:33, 2118 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში სარკინიგზო ავარია მოხდა - არის მსხვერპლი
ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა, - ამის შესახებ Dailystar იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ რაი-ბარელისთან ახლოს მოხდა. სამგზავრო მატარებელი, რომელიც ქალაქ ნიუ-დელიში მიემართებოდა ლიანდაგიდან გადავიდა.
მედიის ცნობით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მაშველების თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ავტორი: ,