2018-10-09 20:14:16, 2402 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ჰეილის გადადგომაზე: იმედი მაქვს დაგვიბრუნდება - თანამდებობა შეუძლია, თავად აირჩიოს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გაერო-ში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლის, ნიკი ჰეილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
თეთრი სახლის ლიდერი ნიკი ჰეილის ცოტა ხნის წინ ოვალურ კაბინეტში შეხვდა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ჰეილი თავისი გადადგომის შესახებ მას პირველად 6 თვის წინ ესაუბრა.
"დაახლოებით 6 თვის წინ, მითხრა, რომ წლის ბოლოს თანამდებობის დატოვება სურდა. ჰეილი თავის თანამდებობას დეკემბრის ბოლომდე დატოვებს. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დაგვიბრუნდება, თანამდებობა შეუძლია თვითონ აირჩიოს", - განაცხადა დოლანდ ტრამპმა.
ავტორი: ,