|
2018-10-09 16:26:07, 2313 ნახვა
მსოფლიო
კვლევა: ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 20%-ით შემცირდა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 20%-ით შემცირდა, - ამის შესახებ კვლევითი ცენტრის "ლევადას" კვლევაშია ნათქვამი. კვლევის თანახმად, გასული წლის ნოემბერში პუტინის ნდობის რეიტინგი 59% იყო, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 39%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ პუტინის ნდობის მაჩვენებელი ივნისის თვეში 48%-ს შეადგენდა. სოციოლოგები ნდობის კლების მიზეზად საპენსიო რეფორმას ასახელებენ. რაც შეეხება მეორე ადგილს, დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იყოფენ, რომლებსაც გამოკითხულთა 15-15% ენდობა. მესამე ადგილს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იკავებს. მას გამოკითხულთა 10% ენდობა. გამოკითხვა რუსეთის მასშტაბით, 136 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1600 სრულწლოვანმა პირმა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)