23:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 15:28:47, 1495 ნახვა

სამართალი
„საქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებთან“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე ბანკიდან 4 მილიონი ლარის გატანის დეტალებზე საუბრობს

"საქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებთან", - ასე აფასებს "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს. 

როგორც ბუცხრიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბანკი შესაბამის საბუთებს ამზადებს, რათა საქმე სასამართლომდე მიიტანოს. 

"ბოლო პერიოდის განმავლობაში უსამართლო ბრალდებები ხშირად გაისმის პირადად ჩემ მიმართ, მამუკა ხაზარაძის და „თიბისი ბანკის“ სახეების მიმართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და არასდროს ვრეაგირებთ ამ ბრალდებებზე. მეორე მხრივ, ვიცავთ კონფიდენციალურობას. მაგრამ გუშინ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონმა ოქუაშვილმა ჩვენი თანამშრომლები მოიხსენია. აქედან გამომდინარე, გადავწყვითეთ დღეს გაგვეკეთებინა პრესკონფერენცია, რადგან თითოეული ჩვენი თანამშრომლის რეპუტაციის დაცვა არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველამ მინდა იცოდეს, რომ თითოეულ ჩვენს თანნამშრომელს მუდმივად დავიცავთ.  მე მოგიყვებით იმ ტრანზაქციის შესახებ, რომელიც 2 კვირის განმავლობაში სალაპარაკო თემა გახდა.  ეს კომპანია დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2016 წლის 19 აპრილს ყველა წესის დაცვით. ამავე დღეს იუსტიციის სახლის ფილიალში გაიხსნა საბანკო ანგარიში. ეს კომპანია არის ქართული. წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით „თიბისი ბანკს“ იდენტიფიცირებული ჰყავს კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები. რაც შეეხება ტყუილებს სამუშაო საათებთან დაკავშირებით, მარჯანიშვილის ფილიალი გაიხსნა 2005 წელს და გახსნის დღიდან მუშაობს დილის 09:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. ტყუილია, რომ ამ ტრანზაქციის განხორციელებისათვის სპეციალურად მოხდა ფილიალის გახსნა. კლიენტმა თანხა ჩარიცხა 2016 წლის 20 აპრილს შვეიცარიიდან. 21 აპრილს ტრანზაქცია დაწყებულია 19:22 საათზე, ხოლო დასრულებულია 19:43 საათზე. კომპანიის დირექტორის მოთხოვნით, შესაბამისი თანხა მოვამზადეთ და ჩვენი თანამშრომლები დაუკავშირდნენ კლიენტს, რომ თანხა მზად იყო გასაცემად. ეს იყო სატელეფონო კავშირის მიზეზი. რეალურად თანხა გაიცა 22 აპრილს 13:01 საათზე. ანუ ანგარიში გახსნილია და მომსახურება გაწეულია პროცედურების სრული დაცვით. სამწუხაროდ, ტყუილს აქვს ადგილი და ინტერპრეტაცია მოხდა სხვანაირად," - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ ოთარ ფარცხალაძესთან შესაძლო ნაცნობობასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს არ იცნობს. 

"მე პირადად არ ვიცნობ ბატონ ფარცხალაძეს. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის მე გავიცანი, როგორც ბიზნესომბუდსმენი. ხოლო ლევან ყიფიანს ვიცნობ, მაგრამ მასთან არ მაქვს მეგობრული ურთიერთობა. რამდენადაც მახსოვს, ბატონი ლევან ყიფიანი წლების განმავლობაში "ომეგა ჯგუფის" ბიზნესკონსულტანტი იყო   რაც შეეხება ბატონი ოქუაშვილის ბრალდებას სატელეფონო ზართან დაკავშირებით, მისგან განსხვავებით, მე არასდროს ვაწარმოებ ჩემი ბიზნესშეხვედრების და სატელეფონო საუბრების ჩაწერას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტრანზაქციას წინ არ უძღოდა არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია ჩემსა და ლევან ყიფიანს შორის. საქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებთან. ტრანზაქციები შესრულებულია საქართველოს კანონმდებლობის და საბანკო პროცედურების სრული დაცვით. 2016 წელს ამ ტრანზაქციის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს ფინანსური მონიროტინგის სამსახური", - განაცხადა მან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics