23:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 13:38:45, 1557 ნახვა

სამართალი
სასამართლოში პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვა მიმდინარეობს

ფონდ „იავნანას“  დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანგელა ვასილენკო თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატთან, სოსო ბარათაშვილთან ერთად მივიდა.

მას ფონდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.

სასამართლოში შესვლამდე ვასილენკოს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

ცნობისთვის, ბურჭულაძის მეუღლე სასამართლოში 4 ოქტომბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყნიდან მისი გამგზავრების გამო გამოკითხვა არ შედგა.  საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.

კერძოდ, პროკურატურის განცხადებით, გამოძიების მიერ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული დოკუმენტაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქველმოქმედო ფონდში 2004-2017 წლებში მოზიდული შემოწირულობების დაახლოებით მხოლოდ 30 პროცენტი ხმარდებოდა ქველმოქმედებას, ხოლო დანარჩენი თანხები ხმარდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურებასა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებს.

„აღსანიშნავია, რომ ფონდის თანხმების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის ცოლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებული ავიაბილეთების ღირებულება, ხელფასი და სხვა ხარჯი ჯამურად 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი - დაახლოებით 25 000 ლარი და სხვა ხარჯი - დაახლოებით 337 000 ლარს შეადგენს“, - აცხადებენ პროკურატურაში.

 

 

 

ფოტო: 1tv.ge





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics