|
2018-10-02 19:25:12, 2081 ნახვა
სამართალი
ზაზა ოქუაშვილი პროკურატურაში დაიბარეს
პროკურატურის ინფორმაციით, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის მიზნით ზაზა ოქუაშვილი 4 ოქტომბერს პროკურატურაში დაიბარეს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება ტარდება. „სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, 2018 წლის 14 სექტემბერს, ზ.ო.-ს ადვოკატმა პროკურატურას განუმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სექტემბრის ბოლოს, დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოცხადდებოდა გამოკითხვაზე. ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამასთან, ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა, თან დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. გამოძების ფარგლებში, აუდიოჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება. გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურაში 2018 წლის 12 სექტემბერს დაწყებული გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)