20:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-29 15:52:35, 3091 ნახვა

სამართალი
მამუკა ჭელიძე: შსს სისტემური განახლების პროცესშია, შესაბამისად დამნაშავეთა ადგილი ჩვენს რიგებში არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე, შსს-ს გენერალური ინსექციის მიერ უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის - გოგა გელაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც ჭელიძემ აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დანაშაულთან ბრძოლაა, მათ შორის სისტემის შიგნითაც.

„გვინდა გამოვეხმაუროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონოდ ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილის დაკავების ფაქტს. ცნობისთვის, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ  2018 წლის 26 მაისს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია  დანაშაულთან ბრძოლა, მათ შორის სისტემის შიგნითაც. საზოგადოებას  არაერთი ფაქტი ახსოვს როდესაც პოლიციელთა გადაცდომას მკაცრი სამართლებრივი პასუხიმგებლობა მოჰყვა შედეგად. სამინისტრო რეფორმირებისა და სისტემური განახლების პროცესშია, შესაბამისად დამნაშავეთა ადგილი ჩვენს რიგებში არ არის“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე გოგა გელაშვილი გენინსპექციამ მიმდინარე წლის 26 მაისს დააკავა. დაკავებულს ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონო შემოტანა. ასევე, ქრთამის აღება, თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემი და სხვა პირის სასარგებლოდ ქმედების განხორციელება და თავის შეკავება ქმედების განხორციელებისაგან. მას გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics