2018-09-29 15:13:28, 2950 ნახვა
სამართალი
ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ხურვალეთიდან 37 წლის ქალი გაიტაცეს
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთიდან ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის ქალი გაიტაცეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი გამყოფ ხაზთან ახლოს იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებულმა პირებმა ის დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.
დაკავებულის ოჯახს, ჯერჯერობით, არავინ დაკავშირებია.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ავტორი: ,