20:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 15:07:44, 2015 ნახვა

სამართალი
„რუსთავი2“„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით მორიგ ჩანაწერს ავრცელებს - საქმეში ივანიშვილი და ქუმსიშვილი ფიგურირებენ

„რუსთავი 2“ მორიგ ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც სიგარეტის ბაზრის მსხვილი მოთამაშეების კონფიდენციალური საუბარია ასახული და მთავარი ფიგურანტი ბიძინა ივანიშვილია.

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ თბილისის თამბაქოს დამფუძნებელი, ირაკლი ჩუბინიშვილი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან საუბრობს და იხსენებს კონკრეტულ ქეისს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დახმარებით დარეგულირდა. 

გთავაზობთ აუდიოჩანაწერის სრულ გაშიფრულ ვერსიას : 

“ირაკლი ჩუბინიშვილი- ბიძინამ მითხრაო რო ამასო შენო რო უყურებთო დიმასო, დიმაო შვილივით მიყვარსო, ჩემი შვილივით არიო და ეგრე ნუ ელაპარაკებიო. ნუ ეხლა ეგ ლაპარაკი ცუდად დამთავრდა მარა ქუმსიშვილს რო ეტყვი ხალხში რო ჩემი შვილი ხარ! ის კაროჩე წავიდა კაბინეტში და დაჯდა და იფიქრა მე ამ კაცის შვილი ვარ, ამათი ყველასი დედა მო... გააგიჟა რა თვითონ იმხელა პანამოჩიები მისცა რო ამან გარეკა რა. ის კინაღამ გააგდო ქუმსიშვილმა, იქ ერთი იქ ერთი წესიერი კაცია

ზაზა ოქუაშვილი - ჭკვიანური რამე თქვა და....

ირაკლი ჩუბინიშვილი- არა იქ ერთი წესიერი კაცია და მაგან ხო რა გააკეთა?! მაგან გამოაწერინა ჩვენ წინააღმდეგ ჯარიმა 26 მილიონი ლარი დააწერინა პროექტი და მოამზადა პირდაპირ რა და იმან პროსტა შიგნით ნახა რა სამინისტროში და დაგვირეკა ჩვენ რა და თქვა კაროჩე რო მიხედეთო ესო რაღაცას აპირებსო და მე ვანოს ვუთხარი და მერე იქ ბიძინამ შეკრიფა ეგენი და ვანომ თქვა უნდა ვთქვაო ამ კაცის სახელიო რა აბა ეხლა საიდან იცის პონტი და მერე ქუმსიშვილს უთხრა შენ ხარ პ... ჭიო დააჯარიმე და ფაქტზე დადე და შენი ნებართვით არ აკეთებდაო?! და იქ გაუდესმაგაში, და იქ უყვირია ის ვინ გითხრა ვინ გითხრა დაა... მერე დაურეკია ამ ბიჭისთვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე და შენ რატო უთხარი იმასო?! ამან თქვა მე რაც უნდა გამეკეთებინა ის გავაკეთეო როცა ინდუსტრიას შეეხე ვისაც ეხებოდა იმას ვუთხარიო აბა როგორო მოუმზადებლად გინდაო კაროჩე თავს დაესხაო და ისე, ეგრე სად არიო?! ეხლა კიდე ღვთის მადლით წავიდა ქუმსიშვილმაკინაღამ კაცი გამოგვიგდო იქიდან.

ზაზა ოქუაშვილი - ეხლა ბოლოს მოხდა ეგ კიდე?

ირაკლი ჩუბინიშვილი - აი ეგ მოხდა თებერვალში, თებერვალში მოხდა, ჩვენ სულ მაგ იმაში ვიყავით, ეხლა ყოველ ჯერზე ხო არ მოგიყვები, სულ გვიტევენ რა ორი თვე არ გავიდოდა რო რაღაცა მორიგიი.

ესეც მიქონდა ბოლოს აი ესეც მიქონდა თან გვიტევდა".

 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics