22:56 - 23 Apr, 2026
|
2018-09-26 11:10:44, 4997 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა
იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა, - ამის შესახებ Telenuova იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ტრიესტეში მოხდა. მედიის ცნობით, 42 წლის მამაკაცი თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა გამყიდველმა შენიშნა, რომ ის ბავშვის ტანსაცმელს იპარავდა. მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა ის ჯერ ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა, შემდეგ კი, სამართალდამცველებმა დააკავეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბ.გ.-მ 330 ევროს ღირებულების ტანსაცმელი მოიპარა. მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შვილი დედას, ასევე საქართველოს მოქალაქეს, დაუბრუნეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)