18:18 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 15:27:39, 2141 ნახვა

სამართალი
შსს-მ გასულ წელს 5 432 653 ლარის პრემია და 22 564 715 ლარის დანამატი გასცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს, 5 432 653 ლარის ოდენობის პრემია და 22 564 715 ლარის დანამატი გასცა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, გასულ წელს სპეციალური დანამატის სახით 162 თანამშრომელზე 3 573 313 ლარია გაცემული.

„სამინისტროს თანამშრომლებისათვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით25 დაწესებულია დანამატები მრავალშვილიან მოსამსახურეებზე და წელთა ნამსახურობაზე. დანამატები გაიცემა აგრეთვე საკლასო ჩინისათვის. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობით, შსს-ს თანამშრომლებს შესაძლებელია დაენიშნოთ სპეციალური დანამატები, რომელსაც ნიშნავს მინისტრი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შტატით განსაზღვრულ თანამშრომლებზე, 2017 წელს „დანამატის“ ქვემუხლით გაწეულმა საკასო ხარჯმა 22,564.7 ათასი ლარი შეადგინა, რაც შრომის ანაზღაურების საერთო მოცულობის 19.9%-ს შეადგენს. მათ შორის, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე დანიშნული სპეციალური დანამატების სახით, 162 თანამშრომელზე გაცემულია 3,573.3 ათასი ლარი.

2017 წელს, საშუალოდ, 70-80 თანამშრომელს ჰქონდა დანიშნული თანამდებობრივ სარგოზე მეტი დანამატი (თუმცა 2016 წელთან შედარებით, ცალკეულ თანამდებობის პირებისთვის დანიშნული სპეციალური დანამატების ოდენობები შემცირებულია).

სპეციალური დანამატის დაწესების შესახებ გამოცემულ ბრძანებებში მითითებული იყო მხოლოდ დანამატის დაწესების თარიღი და არ იყო განსაზღვრული, თუ რა პერიოდით იქნა დაწესებული აღნიშნული დანამატი. შედეგად, დანამატი ინიშნებოდა განუსაზღვრელი ვადით და მისი გაუქმება ხდებოდა ასევე ბრძანების საფუძველზე. შესაბამისი ბრძანებებით არ იყო დასაბუთებული დანამატის გაცემის აუცილებლობა და ის თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე, უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებდა. სამინისტროს თანამშრომლებზე დანამატების დანიშვნის საკითხი არ თანხმდებოდა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან, რის გამოც მას არ გააჩნდა საკმარისი საფუძვლები ამ მუხლის სწორად დასაგეგმად“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.


 

აუდიტის ანგარიშის სრულად იხილეთ ბმულზე: https://sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2018/shss-finansuri-2017.pdf





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics