|
2018-09-21 19:16:07, 1798 ნახვა
სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ირანის რესპუბლიკის ოთხ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ყ.-მ, ჟ.ყ.-მ, ა.ჯ.-მ და ს.ბ.-მ საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინეს 1033,79 გრ. ნარკოტიკულისაშუალება „ჰეროინი", რომელიც ფეხსაცმელებში მოათავსეს და 2018 წლის 17 სექტემბერს სასაზღვრო გამშვებიპუნქტის სადახლოს გავლით უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში. „გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე პირი 2018 წლის 18 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტის სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა რ.ყ.-ს, ჟ.ყ.-ს, ა.ჯ.-ს და ს.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. რ.ყ.-სთვის, ჟ.ყ.-სთვის, ა.ჯ.-სთვის და ს.ბ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)