|
2018-09-18 12:03:08, 1822 ნახვა
ეკონომიკა
II კვარტალში, მშპ-ის მაჩვენებელმა 10 168,4 მილიონი ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, II კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 10 168,4 მილიონი ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 4,8 პროცენტით. 2018 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,4 პროცენტი შეადგინა. „ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა (22,0 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (17,9 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (13,8 პროცენტი), ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (10,5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,5 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (8,1 პროცენტი), ტრანსპორტი (8,0 პროცენტი), განათლება (4,8 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (4,5 პროცენტი). კლება დაფიქსირდა მშენებლობაში (-7,1 პროცენტი) და სოფლის მეურნეობაში (-3,3 პროცენტი). მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,1 პროცენტი) და ვაჭრობა (17,0 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,9 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა (8,5 პროცენტი), მშენებლობა (8,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,9 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,9 პროცენტი). მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. წლიური მონაცემები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური მონაცემებისაგან. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით. გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხორციელდება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემების გადაანგარიშებაც. მაგალითად 2018 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემები თავდაპირველად იანგარიშება 2017 წლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე. 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის წლიური მონაცემების დაზუსტებასთან ერთად შეიცვლება 2018 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემებიც. გარდა ამისა, 2019 წლის ნოემბერში 2018 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება 2018 წლის კვარტალური და წლიური მაჩვენებლები“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში. დაზუსტებული მონაცემები 15 ნოემბერს გამოქვეყნდება.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)