|
2018-09-18 11:13:23, 3507 ნახვა
მსოფლიო
აშშ ჰააგის სასამართლოს ფინანსური სანქციების დაწესებით და მოსამართლეების დაკავებით დაემუქრა
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებსა და სხვა ჩინოსნებს დაემუქრა დაკავებებით, თუ ისინი რომელიმე ამერიკელის, რომელიც ავღანეთში მსახურობდა ბრალს დასდებდნენ, - ამის შესახებ AFP იუწყება. თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ჰააგის სასამართლო ამერიკისთვის, ისრაელისთვის და სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის საშიშ ინსტიტუტად დაასახელა. მანვე დასძინა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი განაჩენი იქნება უსაფუძვლო. ბოლტონის განცხადებით, ამერიკა ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ ფინანსურ სანქციების აამოქმედებს. "ჩვენ ავუკრძალავთ მათ მოსამართლეებს და პროკურორებს ამერიკაში შემოსვლას. დავაწესებთ ფინანსურ სანქციებს და მათ წინააღმდეგ ჩვენს სისტემაში სისხლის სამართლებრივ დევნას დავიწყებთ" , - განაცხადა მრჩეველმა და აღნიშნა, რომ ამერიკა თავისი მოქალაქეების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)