15:19 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 17:39:06, 2117 ნახვა

სამართალი
„ლიბერალის“ რედაქტორს თავს დაესხნენ - თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ

15 სექტემბერს, დაახლოებით, 20:30 საათზე, „ლიბერალის“ მთავარ რედაქტორს, ზურა ვარდიაშვილს თავს დაესხნენ.

როგორც ვარდიაშვილმა, „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მას 5-6 კაციანი დაჯგუფება ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც თავისა და სახის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

მისი თქმით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებული არიან, თუმცა სამართალდამცველებს ამ დრომდე არც ერთი მათგანი არ დაუკავებიათ.

„ორი დღე გავიდა თავდასხმიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს უკვე თავდამსხმელები და რატომღაც არ აჩქარებს საგამოძიებო მოქმედებებს. იმავე საღამოს დაადგინეს მათი ვინაობა და დაკითხულებიც კი არ ჰყავთ. გამოძიების ინფორმაცია არის რომ ვიღაცაში შევეშალე ამ ადამიანებს, მაგრამ ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია. მე მყავს მანქანა, რომლითაც დაინტერესებულები იყვნენ ეს ადამიანები. დამირეკეს და შემითანხმდნენ, რომ მანქანა ენახათ, მეც დავთანხმდი, ვარკეთილში მდებარე პროფილაქტიკასთან დავიბარე, თვითონ დამითქვეს დრო, საღამოს რვა საათზე. დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მომავალი ორი ჯიპი - ML და X5 გაჩერდა. იქიდან 5-6 ან 7 კაცი გადმოვიდა,  რომლებიც გამოიყურებოდნენ, როგორც რაღაც დაჯგუფება, ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდნენ, გადმოვიდნენ და სიტყვის უთქმელად დამესხნენ თავს. მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური - „მოვიპაროთ ეს ჩემისა“, და ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს. ამასობაში გვერდზე სამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა და ესენი უცებ ჩასხდნენ მანქანაში და გაქრნენ. თვითმხილველებმა დაინახეს მანქანის ნომერიც. მათვე დარეკეს პოლიციასა და სასწრაფოშიც. ადგილზე მოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური განყოფილების თანამშრომლებიც, სწორედ თვითმხილველების ინფორმაციის საფუძველზე შეძლეს იდენტიფიცირება მათ ამ თავდამსხმელების. როგორც გამომძიებელმა ამიხსნა, ერთ საათში ჰქონდათ უკვე ვინაობა დადგენილი“, - აღნიშნა საუბრისას ზურა ვარდიაშვილმა.

„ექსპრესნიუსის“ კითხავაზე თუ რა გეგმები აქვს მას, ვარდიაშვილის განმარტებით, აპირებს, რომ თავდამსხმელები სასამართლომდე მიიყვანოს.

„ვაპირებ რომ ეს ადამიანები მივიყვანო სასამართლომდე და გაბრაზებულზე მეტად უბრალოდ დაინტერესებული ვარ, ვინ იყვნენ? რა უნდოდათ? თავდასხმის მსხვერპლი მე გავხდი და თუნდაც გამოძიების ვერსია, რომ მათ ვიღაცაში შევეშალე არანაირ შეღავათს არ მაძლევს“, - განმარტა ზურა ვარდიაშვილმა.

„ექსპრესნიუსი“ აღნიშნულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

„დადგენილი არიან პირები და მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზები და პროცედურები“, - აღნიშნეს შსს-ში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics