2018-09-17 17:01:11, 2864 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6156 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6128 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევროს შეძენა ხვალ, 3.0498 ლარად შეგეძლებათ, დღეს კი, მისი ფასი 3.0578 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0080 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,