21:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-15 11:19:05, 4250 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის პატრიარქმა კირილმა მსოფლიო პატრიარქზე ლოცვა შეწყვიტა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთობლივ ღვთისმსახურებას შეაჩერებს და მსოფლიო პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო.

საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიტროპოლიტ ილარიონის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება შინაარსობრივად დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ტოლფასია.

მისივე თქმით, მოსკოვის საპატრიარქო ასევე წყვეტს საეპისკოპოსო ასამბლეებსა და საღვთისმეტყველო დიალოგებში მონაწილეობას, რომლებშიც თავმჯდომარედ და თანათავმჯდომარეებად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან.

"თუ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის ტერიტორიაზე ანტიკანონიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს, მოსკოვის საპატრიარქო იძულებული გახდება ევქარისტიული კავშირი გაწყვიტოს", - აღნიშნავენ რუსეთის საპატრიარქოში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics