14:47 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 13:58:36, 1754 ნახვა

სამართალი
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტზე,  ბრალდებული ზ.თ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ გ" ქვეპუნქტით, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 8 თებერვალს, ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეში, ზ.თ.-მ სრულიად უმიზეზოდ,  გულმკერდის  არეში დანის დარტყმით, თანასოფლელ ს.ს.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, ს.ს.-ს   სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

„ სამართალდამცავებმა ზ.თ. 2018 წლის 11 თებერვალს  ქალაქ ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ გ" ქვეპუნქტით, (ხულიგნური ქვენა გრძნობით,  სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ თ.ზ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  7  წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics