|
2018-09-12 13:36:36, 1149 ნახვა
სამართალი
გახარია: 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანის მოხმარება, დასჯადი იქნება ყველა სახის სივრცეში
„მარიხუანის მოხმარება მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში არ იქნება დასჯადი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომელიც მარიხუანასთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტით არის გათვალისწინებული. „საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებების ლოგიკიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენი ნარკოპოლიტიკის კონტექსტში გახდა აუცილებელი, მოხდეს შინაარსობრივი და ეფექტური რეგულირება მარიხუანის მოხმარების. ამ ნაწილში ჩვენ მთავრობის დავალებით გავატარეთ რიგი სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტური რეგულირების საშუალებას, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გავრცელების არეალი იქნება მაქსიმალურად შემცირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში. ყველა სახის მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იქნება დასჯადი“, - განაცხადა გახარიამ. მისივე განმარტებით, მარიხუანის მოხმარების კონტექსტში 21 წლამდე ახალგაზრდებზე სანქციები მკაცრდება. „21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანის მოხმარება ყველა სახის სივრცეში, სადაც არ უნდა მოხდეს ეს, იქნება დასჯადი. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანის მოხმარებაში ასევე გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი“, - განცხადა გიორგი გახარიამ.
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)