|
2018-09-10 15:29:29, 1336 ნახვა
სამართალი
ყოფილი მეუღლის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში და ყოფილი მეუღლის დედის ავტომანქანის დაზიანებაში ბრალდებული ნ.ფ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის აპრილიდან ნ.ფ. სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.გ.-ს როგორც თანაცხოვრების პერიოდში, ისე მასთან დაშორების შემდეგაც. სასამართლოში ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 20 აპრილს, ღამის საათებში, ნ.ფ.-მ შურისძიების მოტივით, ცეცხლი წაუკიდა და დააზიანა ყოფილი მეუღლის დედის ს.გ.-ს კუთვნილი ავტომანქანა, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. სამართალდამცველებმა ნ.ფ. 2018 წლის 29 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლისკოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია) და 111 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და აღკვეთის ღონისძიების სახითპატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნ.ფ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითთავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)