|
2018-09-07 17:56:24, 1169 ნახვა
სამართალი
მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ზ.რ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს, მცხეთის რაიონში, ზ.რ.-მ თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ.ჯ.-ს, რა დროსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. სამართალდამცველებმა ზ.რ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მარტს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ზ.რ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საიდანაც 6 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)