|
2018-09-06 14:02:40, 1052 ნახვა
სამართალი
„გულგრილობის და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშნები“ - კაპანაძემ საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაჯამა
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ, კომისიის სამთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. როგორც კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოზარდების მკვლელობის საქმეში გამოიკვეთა ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მ.კ.-ს მონაწილეობა და გაიცა რეკომენდაცია რომ მის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ასევე, კომისიის დასკვნით, საქმეში კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაც იკვეთება. „ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მიზნით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაასრულა მუშაობა. ჩვენ გუშინ დავამტკიცეთ საბოლოო დასკვნა და რეკომენდაციები და მინდა ანგარიში ჩავაბარო როგორც საზოგადოებას, ისე დაზარალებულების ოჯახებს, იმასთან დაკავშირებით, რაც კომისიამ დაადგინა. ამ სამთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. 80-მდე ახსნა განმარტება მივიღეთ. უზარმაზარი მასალა შევისწავლეთ შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დავიბარეთ აქ და მათ გავესაუბრეთ. ისევე როგორც გვქონდა ახსნა-განმარტების მოსმენა შს მინისტრისგან, ყოფილი მთავარი პროკურორისგან და იუსტიციის მინისტრისგან. საბოლოო ჯამში იქნა კომისიის მიერ დადგენილი რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება და გამოტანილი რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა. პირველი, ჩვენ ამ დასკვნის ფარგლებში, ისევე როგორც შუალედურად მივმართეთ მთავარ პროკურატურას, რომ მან დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები იმის სავარაუდოდ რომ ის მონაწილეობდა დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში. ჩვენ კომისიის ფარგლებში დავადგინეთ კონკრეტული გარემოებები. მათ შორის ისიც, რომ მას ხელთ ჰქონდა კონკრეტული საგანი, როგორც ჩხუბამდე, ასევე, რომ მას ის იყენებდა ჩხუბის პროცესში და საუბრობდა ასევე ჩხუბის შემდეგ და საუბრობდა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს. ცდილობდა, რომ ის დაეგდო მაგრამ ეს ვერ მოახერხა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა მირზა სუბელიანისა და შსს-სა და პროკურატურის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე. მისი განმარტებით, კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა სამსახურეობრივი გულგრილობა გამოიჩინეს და საქმიანობა ბოროტად გამოიყენეს. „ჩვენ დავადგინეთ გამოძიების პროცესში, რომ ამ გამოძიებაში ერეოდა მირზა სუბელიანი რომელიც მაშინ იყო პროკურატურის მაღალჩინოსანი და რომლის როლი გამოიკვეთა ჩვენი სამუშაოს შედეგად. ჩვენ დავადგინეთ რომ მისი ახლობლების მიმართ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომ არ მოხდა მთავარი ფიგურანტების სახლის ჩხრეკა, ნივთმტკიცებების მოპოვება, არ იქნა დაკითხული მთელი რიგი მოწმეები, მათ შორის ისეთი მოწმეები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს შემდეგ კომისიას, ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ ყველაფერზე იკვეთება კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში და ისე პროკურატურაში. კომისიამ მოახდინა ამ კონკრეტული პირების იდენტიფიკაცია. ესენი არიან, პირველ რიგში ბატონი ფხაკაძე პროკურორი და ფიფია, რომელიც იყო საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი და გამომძიებელი და ასევე, მათი ზემდგომი ჩინოვნიკებიც. ამ პირების მიმართ იკვეთება მინიმუმ გულგრილობის და ასევე თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშნები“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)