11:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 14:20:21, 1053 ნახვა

სამართალი
ჟურნალისტმა გიგა მაქარაშვილმა „იბერიის“ ეთერში მარიხუანა მოწია - ტელევიაზიაში პოლიცია გამოიძახეს

ჟურნალისტმა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "თავისუფალი სივრცის" პირდაპირ ეთერში მარიხუანა მოწია.

გადაცემის წამყვანის არჩილ გამზარდიას განცხადებით, ამის გამო სტუდიაში მყოფმა კიდევ ერთმა სტუმარმა "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პოლიცია გამოიძახა.

გადაცემის მთავარი თემა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია იყო. 

"მარიხუანა არ არის ცუდი. მარიხუანაზე დამოკიდებული ადამიანები მე ნაკლებად გამიგია. ვინმეზე მოწოდება რომ არ გამომივიდეს, ამიტომ მეც ერთ ნაპასს დავარტყამ", - განაცხადა მაქარაშვილმა და მარიხუანას მოუკიდა. 

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიაში სამართალდამცველები მივიდნენ. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. 

"მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მე-10 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ კანონით იკრძალება ამ ნარკოტიკული საშუალების რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენების, შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური პირის მიერ. აღსრულებაზე პასუხისმგებელი არის ჯანდაცვის სამინისტრო, ამიტომ ამ ყველაფერს აღასრულებს ჯანდაცვის სამინისტრო", - აცხადებენ უწყებაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics