11:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 12:50:27, 922 ნახვა

სამართალი
მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ოჯახური ძალადობის, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ორი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ყოფილ პოლიციელს, ა. ჯ.-ს სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" სასამართლოდან აცნობეს,  ბრალდებული, არერეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ოჯახის წევრზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ძალადობდა, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ოჯახური ძალადობის, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ორი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულ ა. ჯ.-ს მიმართ. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული, არერეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ოჯახის წევრზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ძალადობდა, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის 31 მაისს, ა. ჯ., რომელიც შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, მივიდა ქ. თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში. ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ზურგის არეში ესროლა ოჯახის წევრს-მეუღლეს. ამის შემდგომ, ა. ჯ-მ, იმავე იარაღიდან სამი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეუღლის ყოფილ ქმარს. დანაშაული ბრალდებულმა არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩაიდინა. ა.ჯ-ს ბრალად ედებოდა განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ. ასევე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა სრულად აღიარა ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდაოდ ცნო. სასამართლომ ა.ჯ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics