|
2018-09-05 11:44:13, 3734 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ჯეიმს მატისს: მოდი მოვკლათ ასადი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სირიის ლიდერის ბაშარასადის მოკვლა სურდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. გამოცემა იტყობინება, რომ ამის შესახებ Washington Post-ის რედაქტორმა ბობ ვუდვორდმა თავის წიგნში დაწერა. „შიში: ტრამპი თეთრ სახლში“ ასე ჰქვია ამერიკელი ჟურნალისტის ახალ წიგნს, რომელიც 11 სექტემბერს გამოვა. როგორც წიგნში წერია, 2017 წელს იდლიბში მომხდარი ქიმიური თავდასხმის შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერმა თავდაცვის მდივან ჯეიმს მეტისს ასადის მკვლელობა შესთავაზა. ამავე ინფორმაციით, მეტისი თავდაპირველად ტრამპს დაეთანხმა, თუმცა მოგვიანებით ამერიკის მიერ სირიაზე საჰაერო იერიშის გეგმა შეიმუშავა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მეტისმა ჟურნალისტებთან უარყო, რომ ტრამპსა და მას შორის ასეთი საუბარი შედგა. ბობ ვუდვორდი მსოფლიო საზაგადოებისთვის 1974 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ის კარლ ბერნშტეინთან ერთად უოტერგეიტის სკანდალს აშუქებდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)