|
2018-09-04 15:17:16, 3165 ნახვა
მსოფლიო
იაპონია ტაიფუნ „ჯების“ ებრძვის - არის მსხვერპლი (ვიდეო)
იაპონიას ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ტაიფუნი "ჯები" დაატყდა თავს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში დიდი ქალაქები - ოსაკა, კობე და კიოტო არიან. ტაიფუნის გამო, მატარებლების მოძრაობა მთლიანად ან ნაწილობრივ არის შეჩერებული, ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებით მიმდინარეობს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სტიქიამ რამდენიმე შენობა დააზიანა და საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. მეტეოროლოგიური სააგენტოები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ტაიფუნმა შეიძლება ძლიერი ქარი, მეწყერი და სამხრეთ იაპონიის დატბორვა გამოიწვიოს. ქარის სიჩქარე ამ დროისთის 209 კილომეტრს საათში აღწევს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის და 5 დაშავებულის შესახებ. ხელისუფლებამ ევაკუაციის შესახებ მილიონზე მეტი ადამიანი გააფრთხილა. გარდა ამისა, ქალაქ ოსაკაში სტიქიის გამო აეროპორტი დაიტბორა და 700-ზე მეტი ავიარეისი გაუქმნდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)