10:47 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 10:47:22, 1012 ნახვა

სამართალი
ფაშისტური მოძრაობის ლიდერს, გიორგი ჭელიძეს ბრალი წარედგინა

ფაშისტური მოძრაობა "ეროვნული ერთობის" ლიდერს გიორგი ჭელიძეს ბრალი წარუდგინეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა ედავება, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. 

შეგახსენებთ, 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის'' გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს .მათ მოძრაობის ლიდერი გიორგი ჭელიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics