|
2018-09-02 14:15:43, 1511 ნახვა
სამართალი
როგორ ჩაიდინეს დანაშაული და მიიმალნენ ხორავას ქუჩის ინციდენტის მონაწილეები
გამოქვეყნდა საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს. დასკვნის მიხედვით ირკვევა რომ ფარდულში დავით სარალიძეს ეხმარებოდა დ.ღ., რომელიც შემდეგ გადაერთო ეზოში მიმდინარე ჩხუბზე. 13 ფარდულში ასევე იმყოფებოდა გ.მ., რომელმაც დავით სარალიძესთან ჩხუბის დროს მიიღო ჭრილობა ზურგის არეში. გ.მ. უშუალო ფიზიკურ შემხებლობაში იყო დავით სარალიძესთან. მის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე აღმოჩნდა დავით სარალიძის სისხლი. გ.ბ.-ს დავით სარალიძესთან ფიზიკური შემხებლობა გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება. - მას შემდეგ, რაც მოზარდებმა დაინახეს მძიმედ დაჭრილი დავით სარალიძე, რომელსაც 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ისინი გაიქცნენ ხორავას ქუჩის მიმართულებით. გაქცევისას თაღთან მოხდა დაპირისპირება გ.ბ.-სა და ლევან დადუნაშვილს შორის, რომლის დროს გ.ბ.-მ მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეშე ჭრილობები მიაყენა ლევან დადუნაშვილს. ხორავას 4-ის ეზოში ფარდულსა და თაღთან მომხდარი დაპირისპირების გარდა, მიმდინარეობდა ჩხუბი ეზოს სხვადასხვა ლოკაციაზე, რომელშიც 51-ე სკოლის მე-11 კლასელების მხრიდან მონაწილეობდნენ დ.ღ., დ.ნ., დ.შ., თ.ნ., ი.ნ., ლ.ს., გ.მ.2, გ.ჯ.2 და ლ.ბ., ხოლო 51-ე სკოლის მე-9 კლასელების და მათ დასახმარებლად მისული უფროსკლასელების მხრიდან - ა.ს., თ.ჩ., ს.ფ., თ.ბ., გ.ბ., ა.დ., გ.მ., და გ.ი.. ეზოში მომხდარ ჩხუბს ჰყავდა ათეულობით თვითმხილველი, ჩხუბს თან ახლდა ლანძღვა-გინება, მანქანებზე სირბილი და ფიზიკური დაპირისპირება, მათ შორის, სხვადასხვა საგნებისა და ცივი იარაღების გამოყენებით, მოზარდებს ადგილობრივი მაცხოვრებლები მოუწოდებდნენ ჩხუბის შეწყვეტისკენ, უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. ჩხუბის ბოლო ეპიზოდში თაღის შესასვლელში ასევე იმყოფებოდნენ ი.ჯ., ლ.ე., ლ.ნ. და ზ.ტ., რომლებიც მაშინვე გარბიან ეზოდან, როდესაც მოზარდების პირველმა ნაწილმა დაიწყო გაქცევა. ჩხუბის შემდეგ ეზო მოზარდებმა სხვადასხვა თანმიმდევრობით დატოვეს. ეზოს პირველი ტოვებენ თ.ნ და დ.შ., რომლებიც კვეთენ ხორავას ქუჩას და სწრაფი ნაბიჯით მიემართებიან თარხნიშვილის ქუჩის და ხორავას ქუჩის კუთხისკენ. მათ მალევე სირბილით მიჰყვნენ ლ.ე., ლ.ნ., ზ.ტ., ი.ჯ., გ.ი., გ.ბ., გ.მ., ა.დ., გ.ჯ., ა.ს., ს.ფ., თ.ბ., თ.ჩ., და მ.კ., რომლებიც გაიქცნენ ხორავას ქუჩით და აუხვიეს სვანიძის ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნით შეჩერდნენ, რა დროსაც მათ ჩამოშორდნენ თ.ჩ., თ.ბ., ს.ფ. და ა.ს.. სვანიძის ქუჩით მოზარდები ავიდნენ გუდაურის ქუჩაზე, სადაც ზ.ტ. დაეხმარა გ.მ.- ს, რომ გაეწმინდა ზურგი, საიდანაც სდიოდა სისხლი ჩხუბის დროს მიღებული ჭრილობიდან. იქვე გ.ჯ.-მ აღნიშნა, რომ დანა დაუვარდა შემთხვევის ადგილზე. მოზარდებიდან ბევრი იყო სისხლიანი. ა.დ.-ს სისხლი სდიოდა ხელებიდან, გ.მ.-ს სისხლით ჰქონდა დასვრილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სისხლიანი ჰქონდა ფეხსაცმელი გ.ი.-ს, ხელებზე სისხლი ჰქონდა გ.ბ.-ს, ხოლო სისხლით ჰქონდა თავი და ტანსაცმელი მოსვრილი გ.ჯ.-ს. გუდაურის ქუჩაზე მოზარდებს გამოეყო მ.კ., რომელმაც სისხლიანი დანა გამოართვა გ.ბ.-ს და წავიდა წყლის საყიდლად იქვე მდებარე მაღაზიისკენ. მას თან წაჰყვა ზ.ტ.. დანარჩენი მოზარდები ჯანაშიას ქუჩის გავლით ჩავიდნენ ხორავას ქუჩაზე და გაემართნენ ხორავას 26-ში მდებარე ონკანიანი ეზოსკენ. მას შემდეგ, რაც მ.კ.-მ იყიდა წყალი, ის და ზ.ტ. ასევე გაემართნენ ხორავას 26-ში მდებარე ეზოსკენ. გზაში მათ შეხვდათ ლ.ჯ., ზ.მ., და ი.კ., რომელსაც ჩხუბის შემდეგ დახმარების სათხოვნელად დაურეკა გ.ჯ.-მ. შესაბამისად, მ.კ., ზ.ტ., ლ.ჯ., ზ.მ., და ი.კ. ერთად მივიდნენ ხორავას 26-ში და შეუერთდნენ დანარჩენ მოზარდებს. ეზოში გ.ჯ.-მ ონკანზე დაიბანა სისხლიანი თავი. ხორავას 26-ში მისულმა მ.კ.-მ დანა დაუბრუნა გ.ბ.-ს. კომისიამ დაადგინა, რომ ონკანიან ეზოში მ.კ.-ს ხელში ეჭირა ნივთი, ე.წ. ტარი, რომელიც აჩვენა თავის მეგობრებს და უთხრა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს. ეზოში შეკრებილი მოზარდები აღელვებულები იყვნენ და განიხილავდნენ ჩხუბის დეტალებს. გ.ჯ. ნერვიულობდა, რომ დანა დარჩა შემთხვევის ადგილზე, ხოლო მ.კ. ამბობდა, რომ სარალიძე ძალიან დიდი იყო და „ვერ დააგდო“. ონკანიანი ეზოდან მ.კ.-მ დაურეკა თავის ძმას ლუკა კალანდიას და სთხოვა მისვლა დასახმარებლად. ხორავას 26-დან ტაქსით სახლებში წავიდნენ გ.მ., გ.ბ., გ.ი., ა.დ., და ლ.ნ.. მალევე ხორავას და პეტრიაშვილის კვეთაზე მივიდნენ მ.კ.-ს მამა თენგიზ კალანდია, ძმა ლუკა კალანდია და მამის მეგობარი გიორგი თურქია, რომლებმაც
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)