10:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-02 14:04:30, 3008 ნახვა

სამართალი
რა მოხდა ხორავას ქუჩაზე - როგორ დაიწყო კონფლიქტი

გამოქვეყნდა საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს. დასკვნის მიხედვით ირკვევა რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში თბილისის 51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება მე-9 კლასელ თ.ჩ.-სა და მე-11 კლასელ დ.ნ.-ს შორის. სიტყვიერი შელაპარაკების დროს საპირფარეშოში ასევე იმყოფებოდა მე-9 კლასელი ა.ს. და მე-11 კლასელი დ.ღ., შელაპარაკების მიზეზი იყო ის, რომ დ.ღ.-ს თან ჰქონდა სათამაშო პისტოლეტი, რითაც პლასტმასის ბურთულა ესროლა ერთ-ერთ მე-9 კლასელს. აღნიშნულზე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დ.ნ.-მ უთხრა თ.ჩ.-ს, რომ საპირფარეშოში „ჩააყოფინებდა თავს“. კომისიის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დავით სარალიძის საპირფარეშოში ყოფნა არ დასტურდება. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დ.ნ.-მ უთხრა თ.ჩ.-ს, რომ შეხვდებოდა გაკვეთილების დასრულებისას. თ.ჩ.-მ ამის შესახებ აცნობა ა.ს.-ს, რომელსაც არ სურდა გაკვეთილების დასრულების შემდეგ მე-11 კლასელებთან მარტო შეხვედრა და ამის გამო გადაწყვიტა დაკავშირებოდა თავის დეიდაშვილს - მ.კ.-ს, რომელიც იყო 61-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. ა.ს.-მ სოციალური ქსელის - ინსტაგრამის მეშვეობით მიწერა მ.კ.-ს საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის თაობაზე (მიმოწერის შინარსი უცნობია, რადგან გამოძიებამ არ ამოიღო მიმოწერა და არ შეამოწმა ჩხუბის მონაწილე მოზარდებს შორის არსებული კომუნიკაცია, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელებით მიმდინარეობდა). მ.კ., რომელიც ამ დროს იმყოფებოდა სახლში, ასევე სოციალური ქსელის ფეისბუქის მეშვეობით დაუკავშირდა თავის მეგობარ გ.ჯ.-ს და სთხოვა მისვლა 51-ე სკოლასთან. გ.ჯ., თავის მხრივ, ასევე ფეისბუქით დაუკავშირდა გ.მ.-ს, რომელიც ამ დროს აცდენდა სკოლას და იმყოფებოდა თავის მეგობარ ა.დ.-სთან ერთად სხვა მეგობრის - თ.ქ.-ს.
სახლში. გ.ჯ. თავად იმყოფებოდა სახლში, ხოლო გ.ბ. და გ.ი. - პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, საიდანაც ისინი წავიდნენ პეკინის ქუჩაზე მ.კ.-სთან შესახვედრად. ბუკიას ბაღის ტერიტორიიდან ოთხივე მოზარდი ტაქსით გაემგზავრა 51-ე სკოლისკენ, სადაც მათ შეუერთდათ გ.მ. და ა.დ.. 51-ე სკოლასთან 13:30-13:40 დროის მონაკვეთში მივიდა 6 მოზარდი - მ.კ., გ.ჯ., გ.ბ., გ.მ., ა.დ. და გ.ი..
კომისიის მიერ მიღებული ახსნა-განმარტებების მიხედვით 51-ე სკოლის წინ მ.კ.-მ მეგობრებს უთხრა, რომ თან ჰქონდა „ტარი“ და აჩვენა გარკვეული საგანი, რასაც შეიძლება ჰქონოდა მჭრელი პირი, ან ყოფილიყო მის გარეშე.
გაკვეთილების დასრულების შემდეგ, 51-ე სკოლიდან გამოვიდნენ მე-9 კლასელები თ.ჩ. და ა.ს., რომლებმაც მ.კ.-ს და დანარჩენ მოზარდებს მოუთხრეს ინციდენტის შესახებ. ამ დროს სკოლის გარეთ ასევე შეიკრიბნენ სხვა 51-ე სკოლელებიც. მე-9 კლასელების მხარეს ასევე იყვნენ მათი მეგობრები თ.ბ. და ს.ფ. სკოლის წინ მისულმა ექვსეულს ასევე შეხვდა 51-ე სკოლის მოსწავლე თ.ნ., რომელიც იყო როგორც მ.კ.-ს და გ.ჯ.-ს ნაცნობი, ისე საპირფარეშოს ინციდენტში მონაწილე მე-11 კლასელების - დ.ნ.-ს და დ.ღ.-ს ახლობელი. თ.ნ.-მ უთხრა მოზარდებს, რომ შეარიგებდა მათ, რადგან ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამის შემდეგ, „საქმის გასარჩევად“ მოზარდების დიდი ჯგუფი (დაახლ. 30-35
მოსწავლე) გაემართა სკოლის უკან, ბაქრაძის ქუჩაზე მდებარე ე.წ. „ნანგრევებთან“, სადაც, როგორც კომისიამ დაადგინა, ხშირად იმართება „გარჩევები“ და ზოგჯერ ჩხუბებიც. 
„ნანგრევებთან“ მისულმა მოზარდებმა გადაწყვიტეს, რომ, რადგანაც ბევრნი იყვნენ, წასულიყვნენ სხვა ადგილისკენ. მოსწავლეებს თ.ნ.-მ და სხვა მოზარდებმა უთხრეს, რომ ამდენი არ წამოსულიყვნენ, ამიტომ მათი ნაწილი დაბრუნდა სკოლაში, მოზარდების მეორე ნაწილმა კი გზა განაგრძო ხორავას 4-სკენ, სადაც არის შიდა ეზო, რომელიც მდებარეობს ხორავას, ტატიშვილისა და თარხნიშვილის
ქუჩებზე გამავალ საცხოვრებელ კორპუსებს შორის. ეს ტერიტორია ცნობილი იყო
51-ე სკოლის მოსწავლეებისთვის, რადგან მის მახლობლად ხშირად ყიდულობდნენ
საკვებს და მიდიოდნენ სიგარეტის მოსაწევად. საბოლოოდ ხორავას 4-ისკენ გაემართნენ მ.კ., გ.ჯ., გ.ბ., გ.მ., ა.დ., გ.ი., ა.ს., თ.ჩ., თ.ბ., ს.ფ. (მე-9 კლასელების და მისული 6 მოზარდის მხარე, სულ 10 ადამიანი)
და დ.ნ., დ.ღ., დავით სარალიძე, თ.ნ., დ.შ., გ.მ.2, ი.ნ., ლ.ს., ლ.ბ., გ.ჯ.2 და ლევან დადუნაშვილი (51-ე სკოლის მე-11 კლასელები, სულ 11 ადამიანი). ხორავას ქუჩისკენ ასევე წავიდნენ 21-ე სკოლის მოსწავლეები ი.ჯ., ზ.ტ., ლ.ნ. და ლ.ე, რომლებიც 51-ე სკოლის წინ შეხვდნენ თავიანთ ნაცნობებს - გ.ი.-ს და გ.ბ.-ს. ხორავას 4-ის ეზოში შესვლის შემდეგ თავდაპირველად ფარდულის მიმდებარედ განლაგდა ამ მოზარდების მხოლოდ მცირე ჯგუფი - თ.ჩ., ა.ს., მ.კ. და გ.ჯ. – 51-ე სკოლის მე-9 კლასელების და მოსული მოზარდების მხრიდან, ხოლო 51- ე სკოლის მე-11 კლასელების მხრიდან კი - დ.ნ., დ.ღ., დ.შ., თ.ნ. და დავით სარალიძე.  დანარჩენი მოზარდები იმყოფებოდნენ ამ ჯგუფის უკან, ხორავას ეზოში და
შესასვლელ თაღთან. პირველ ეტაპზე თ.ნ. ცდილობდა შეერიგებინა მოზარდები, თუმცა მ.კ.-მ განაახლა საქმის გარჩევა, რის შემდეგაც საუბარი დაიძაბა დავით სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის. რაღაც მომენტში გ.ჯ. ხელით შეეხო დავით სარალიძეს, საპასუხოდ მან სიგარეტის ნამწვი ესროლა გ.ჯ.-ს, ამის შემდეგ გ.ჯ.-მ შეაგინა დავით სარალიძეს და დაიწყო ჩხუბი. დ.ღ.-მ დაარტყა გ.ჯ.-ს, ხოლო დავით სარალიძე სხეულით დაეჯახა გ.ჯ.-ს და ფარდულში შეაგდო, სადაც მოჩხუბრებს შეყვნენ მ.კ. და დ.ღ.. ჩხუბის დაწყების მომენტისთვის ეზოს ბოლოში, თაღთან იმყოფებოდნენ გ.ბ., ა.დ., გ.მ. და გ.ი., რომლებიც თავიდან არ მონაწილეობდნენ ეზოში მიმდინარე საუბარში, თუმცა კონფლიქტის დაწყებისას შეუერთდნენ თავიანთ მეგობრებს. ეზოში ასევე იმყოფებოდნენ 51-ე სკოლის მე-11 კლასელები - ი.ნ., ლ.ს., ლ.ბ., გ.ჯ.2, და გ.მ.2. მათ გარკვეული დროის შემდეგ ასევე შეუერთდა ლევან დადუნაშვილი.
ჩხუბის ყველა დეტალის ამ ეტაპზე სრულად აღდგენა შეუძლებელია, განსხვავებული ჩვენებებისა და გასული დროის გამო,

თუმცა რამდენიმე ეპიზოდი კომისიას დადგენილად მიაჩნია, კერძოდ: -დავით სარალიძემ შებოჭვის მსგავსი ილეთით შეაგდო გ.ჯ., ფარდულში. გ.ჯ. დავით სარალიძეს მოქცეული ჰყავდა მოხრილ მდგომარეობაში და მას ზემოდან იჭერდა ხელებით. ამ მდგომარეობაში გ.ჯ.-მ ამოიღო დანა და მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა სარალიძეს, რის შემდეგაც დანა
დაუვარდა.  - ფარდულში ასევე იმყოფებოდა მ.კ., რომელმაც, როგორც კომისიამ დაადგინა, ჩხუბის დაწყებისას ხელი ჩაიყო ჯიბეში. შემდეგ ჩხუბის დროს მ.კ.-ს ხელში ჰქონდა საგანი, ზემოთაღნიშნული ე.წ. ტარი, რომელსაც ურტყამდა დავით სარალიძეს, შემდეგ კი ამ საგანს სახელოში მალავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა
ორბანი პარლამენტში იმიტომ არ მიდის, რომ აშშ-ში გაქცევის გეგმას ამზადებს - გამომძიებელი ჟურნალისტი
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics