|
2018-09-01 12:25:26, 3220 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო პატრიარქს უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია არ უღიარებია - მედიაში დეზინფორმაცია ვრცელდება
გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მსოფლიოს პატრიარქმა უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის წევრმა მიტროპოლიტმა ემანუილმა განაცხადა. 112.UA-ს ცნობით, 31 აგვისტოს სტამბოლში, კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის პატრიარქების შეხვედრა გაიმართა, თუმცა ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება არ მიღებულა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბართლომეოს პირველმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა და პირადად რუსეთის პატრიარქ კირილს აცნობა, რომ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. თუმცა მოგვიანებით, მიტროპოლიტმა ემანუილმა განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქის სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია განხორციელდა. მან განმარტა, რომ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა შეხვედრაზე ნამდვილად მოხდა, მსოფლიო პატრიარქმა პირობა დადო, რომ ყველა გზას გამონახავს რათა თემის იმპლემენტაცია მოხდეს, თუმცა გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შეხვედრის ფარგლებში არ მიღებულა. სასულიერო პირმა მოუწოდა ყველა მედია საშუალებას, აღნიშნული ინფორმაცია ვებ-გვერდებიდან წაშალონ და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)