|
2018-08-28 11:24:28, 2873 ნახვა
მსოფლიო
ბრუკლინის ციხეში ავთანდილ ხურციძე და რაჟდენ შულაია დაჭრეს
მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია ბრუკლინის ციხეში დაჭრეს, - ინცინდენტის შესახებ CrimeRussia მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში შულაიას თარჯიმანის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, კონფლიქტი თავდაპირველად შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა, რა დროსაც ავთანდილ ხურციძემ შულაიას მხარი დაუჭირა. „შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. შულაიას მხარი კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ავთანდილ ხურციძემ („ჩაქუჩა“) დაუჭირა. ლათინოამრიკელებმა, შულაიასა და ხურციძის წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენეს. ადმინისტრაციის ჩარევის შემდეგ მასობრივი ჩხუბი შეწყდა, შულაია და ხურციძე კი ჰემატომებითა და ზედაპირული ჭრილობებით ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს CrimeRussia. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ორივე მათგანი, რაჟდენ შულაია და ავთანდილ ხურციძე კარცერში მოათავსეს
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)