|
2018-08-17 14:52:17, 1695 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის დივერსიფიკაციაა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ლარის კურსის სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი ეკონომიკისა და საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების მაქსიმალური დივერსიფიკაციაა. მინისტრის თქმით, დღესდღეობით ლარის კურსი მერყეობს, რადგან მნიშვნელოვანი მერყეობაა ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. როდესაც ამგვარი მკვეთრი გაუფასურება ხდება თურქეთში, ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ლარზეც. როგორც გიორგი ქობულიამ განმარტა, ლარის მერყეობა საშუალებას იძლევა შეიქმნას ე.წ. "უსაფრთხოების ბალიში" ეკონომიკისთვის, რაც ლარის დაცემით გამოწვეულ უარყოფით გავლენებს დააბალანსებს. გაუფასურება ამ შემთხვევაში გარკვეულწილად წარმოადგენს ბუფერს ჩვენი ეკონომიკისათვის, რადგან ამ პირობებში ხდება ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდა და ამავე დროს იზღუდება გაიაფებული იმპორტი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)