|
2018-08-17 12:45:12, 1352 ნახვა
ეკონომიკა
თორნიკე რიჟვაძე: სამუშაო ადგილების შესაქმნელად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა
„აწარმოე საქართველოში" რეგიონული ცენტრი ხელს შეუწყობს აჭარაში არსებული პოტენციალის რეალიზებას“, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში ახალი მომსახურების ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე იასაუბრა. „სამუშაო ადგილების შესაქმნელად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა, რაც პირველ რიგში გულისხმობს წვდომას კაპიტალზე, ფინანსურ მექანიზმებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მეწარმეებს. პროგრამის „აწარმოე საქართველოში" პირველი რეგიონალური ცენტრის ბათუმში გახსნა ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეებს განავითარონ, შექმნან ახალი ბიზნესი და მოახდინონ იმ პოტენციალის რეალიზება, რომელიც აჭარაში გვაქვს" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მომსახურების ცენტრი ბათუმის იუსტიციის სახლში დღეს გაიხსნა. პრეზენტაციას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და მოადგილე თინათინ ზოიძე. როგორც „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აცხადებს, ახალი მომსახურების ცენტრის მეშვეობით უფრო ეფექტიანად მოხდება არა მხოლოდ სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პირობების, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ყველა ფინანსური მექანიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ბათუმის მომსახურების ცენტრის როლი მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის ბიზნეს გარემოს განვითარებისთვის. ცენტრში ყველა მეწარმე მიიღებს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მას აინტერესებდეს სახელმწიფოს მიერ მიწოდებული პროგრამების ფარგლებში. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს ეკონომიკური განვითარების 3 ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს. სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. აჭარის რეგიონში 2014 წლიდან „აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 19 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის და სასტუმროს მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 37,8 მლნ ლარზე მეტია, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 24,7 მლნ ლარს. აღნიშნული პროექტებით, სულ შეიქმნება 700-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. NS
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)