|
2018-08-16 17:18:39, 1412 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ჩვენი მიზანია ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მომსახურების ხარისხიც გავაუმჯობესოთ
„საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. 2018 წლის იანვარ-ივლისში ის 20 პროცენტზე მეტად გაიზარდა. ჩვენი მიზანია, ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ტურისტული მომსახურების ხარისხიც გავაუმჯობესოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო. შეხვედრაზე ტურისტული ასოციაციებისა და ტუროპერატორთა წარმომადგენლებმა სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას სასარგებლო და დადებითი შედეგის მომტანი უწოდა. „ჩვენ მოვისმინეთ და ვაპირებთ ვიმოქმედოთ მათი რეკომენდაციების მიხედვით ბევრ საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი ქობულიამ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ტურიზმის სექტორისთვის პროფესიული კადრების მომზადების გაუმჯობესება, ტურისტული კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციების გამარტივება, ტურისტული ტრანსპორტის რეგულირება და სხვ. „ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ასეთი შეხვედრები და ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, შევქმნათ ტურისტულ სექტორთან დაკავშირებული მრჩეველთა საბჭო, სადაც რეგულარულად მოვისმენთ სექტორის მონაწილეებისგან წინადადებებს და მათ ყურადღებას მივაქცევთ," - გიორგი ქობულიამ. NS
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)