19:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-13 22:57:08, 1408 ნახვა

ეკონომიკა
Galt & Taggart: მყარმა მაკროეკონომიკურმა გარემომ 2018 წლის იანვარ-ივლისში ლარს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურებასთან მიმართებით იმუნიტეტი მიანიჭა

მყარმა მაკროეკონომიკურმა გარემომ 2018 წლის იანვარ-ივლისში ლარს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურებასთან მიმართებით იმუნიტეტი მიანიჭა,- აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის, Galt & Taggart-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, სადაც საუბარია თურქეთში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პროგნოზზე. 
როგორც  Galt & Taggart-ი აღნიშნავს, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და საგრეო სექტორიდან მიღებული შემოსავლების გამო, მიუხედავად რეგიონში არსებული ვითარებისა, აგვისტოს დასაწყისამდე, ლარი ინარჩუნებდა სტაბილურობას, თუმცა 10 აგვისტოს, თურქული ლირის რეკორდული გაუფასურების გამო წარმოქმნილმა არასასურველმა მოლოდინმა, გავლენა იქონია ლარზე და ერთ დღეში ქართული ეროვნული ვალუტა გაუფასურდა  3.9%-ით და „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე მიაღწია 2. 57 ლარს. 
Galt & Taggart საუბრობს ექსპორტის ორნიშნა ზრდაზე (28.5%) ფულადი გზავნილების 18.3%-იან ზრდაზე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 28.9%-ით ზრდაზე, რომელთა ჯამური მატება შეადგენს 774 მლნ აშშ დოლარს (26.6%), რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 5.7%-მდე. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, ლარი გამყარდა 5.7%-ით დოლართან მიმართებაში.    
საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ რეგიონის სხვა ქვეყნების ვალუტებისგან განსხვავებით, ლარი იყო სტაბილური მიუხედავად განხორციელებული სამთავრობო ცვლილებებისა და იმპორტის ზრდისა (22.9%), გაძლიერდა მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობა, რომელიც გამოწვეული იყო ტურიზმიდან მიღებული მაღალი შემოსავლებით და გადასახადების შემცირებით, რომელიც მიმართული იყო საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებისკენ.   
თუმცა, ამავე დროს, საქართველოს მთავარი სავაჭრო ქვეყნების ვალუტები (ლირა და რუბლი) გაუფასურდა, რის გამოც ლარი რეალურად გამყარდა აღნიშნული ვალუტების მიმართ. ლარი რუბლთან 6.4%-ით, ხოლო ლირასთან 14.6%-ით გამყარდა.  
Galt & Taggart-ის მოლოდინია, რომ 2018 წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი იქნება ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-ის ფარგლებში. თუმცა, თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურების გათვალისწინებით Galt & Taggart-ის მოსალოდნელი კურსი წლის ბოლოსთვის 2.7 ლარია აშშ დოლართან მიმართებაში, ამასთან Galt & Taggart აღნიშნავს, რომ აგვისტო-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმისა და იმპორტის დინამიკის გათვალისწინებით მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics