19:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 15:53:09, 1056 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტის“ ახალი მომსახურებიდან ბიზნეს იდეამდე

ტყიბულში მცხოვრებმა 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილმა საქართველოს ფოსტას დახმარების წერილით მომართა. იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურული პირობების არ არსებობის გამო გიორგის უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება და საქმიანობა. ამიტომ ონლაინ სამყარო მისთვის შეუზღუდავი შესაძლებლობების სივრცეს წარმოადგენს. მისთვის ეს არა მხოლოდ თავშესაქცევი, არამედ თვით რეალიზების ერთადერთი საშუალებაა. თუმცა კომპიუტერის დაზიანების გამო მას ეს სივრცეც შეეზღუდა და დახმარებისთვის "საქართველოს ფოსტას" წერილით მიმართა.

"საქართველოს ფოსტამ" გიორგის მისი თხოვნის შესაბამისად გადასცა კომპიუტერი და ამავდროულად მცირე ბიზნეს იდეაც შესთავაზა ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ამ იდეის განსახორციელებლად გიორგის "საქართველოს ფოსტის" ტექნოლოგიური სამსახურის თანამშრომელი ეწვია და ელექტრონული კომერციის შესახებ კონსულტაცია გაუწია.

გიორგი აქტიური ინტერნეტ მომხმარებელია. მისი საჭიროებებიდან გამომდინარე საინტერესო იყო ონლაინ შოპინგი, თუმცა მას საცხოვრებელი ადგილმდებარეობის გამო უჭირდა გზავნილების მიღება. "საქართველოს ფოსტის" ახალი მომსახურების „მალეოს“ დახმარებით გიორგი შეძლებს შეუფერხებლად მიიღოს ნებისმირი გზავნილი. ამასთანავე, იგი შეძლებს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაეხმაროს, გაუწიოს კონსულტაცია ან მისთვის შეიძნოს სასურველი პროდუქტი „მალეოს” საშუალებით.

"საქართველოს ფოსტასთან" გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით კი, გიორგის შესაძლებლობა აქვს აღნიშნული აქციოს საკუთარ ბიზნესად.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics