|
2026-10-28 18:49:56, 214 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. პროფესიის არჩევა ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კი კითხვები კიდევ უფრო მრავლდება: როგორ იცვლება პროფესიები და რას ნიშნავს დღეს ხარისხიანი განათლება? სწორედ ამ საკითხების შესახებ საქართველოს ბანკი 10 ნოემბერს, 18:00 საათზე მშობლებისთვის ონლაინ ვებინარს გამართავს. შეხვედრაზე სპიკერები ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს განათლებისა და კარიერის არჩევაში ისე, რომ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა თავად ახალგაზრდებს დარჩეთ. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. ვებინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
შეხვედრას მოდერატორობას სოფო მუსერიძე გაუწევს. სპიკერები იქნებიან ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი და აგრუპის AI ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სანდრო ასათიანი, რომლებიც დამსწრეებს ფსიქოლოგიურ და ტექნოლოგიურ პერსპექტივას გაუზიარებენ და მათ კითხვებს უპასუხებენ. შეხვედრის ბმული მონაწილეებს რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე გაეგზავნებათ. რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)