18:30 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-27 11:11:30, 1744 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში დაღუპულთა რაოდენობამ 87-ს მიაღწია - ხანძარი შესაძლოა, ხელოვნურად გააჩინეს

საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 87-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ AP იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები 200-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის 23-მა ბავშვმა მიიღო. ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. 

მედიის ცნობით, რტული მეტეოლოგიური პირორბების გამო ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებამდეა მისული. დაიწვა ასობით სახლი. 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი სავარაუდოდ ხელოვნურად არის გაჩენილი.

მოქალაქეები ხანძრისგან თავის დაღწევას ცდილობენ და საცხოვრებელი სახლების სახურავებზე ადიან. საბერძნეთში ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა მომხდართან დაკავშირებით 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. მისივე განცხადებით, საბერძნეთი მის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთლ მდგომარეობაშია.

ცნობისთვის, ხანძარი საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებს. დღეს საბერძნეთმა დახმარების თხოვნით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს მიმართა. ესპანეთის მთავრობა, გადაწყვიტა, რომ საბერძნეთის დასახმარებლად 2 თვითმფრინავი გამოყოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics