15:44 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 11:16:21, 1513 ნახვა

მსოფლიო
სირიაში ტერაქტს სულ მცირე 38 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა. აფეთქების დროს 30-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებულები ადგილობრივ საავადყოფოში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, თავდასხმის უკან ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დგას.

სააგენტო SANA იტყობინება, რომ აფეთქება ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, ხოლო კიდევ ორი თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს. მათ ასევე თავის აფეთქება სურდათ.

გარდა ამისა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული თავდასხმის პარალელურად აფეთქება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოხვდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics