|
2018-07-24 16:36:29, 1584 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ტერიტორიაზე სირიის სამხედრო თვითმფრინავები ჩამოაგდეს
ისრაელმა სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სირიის ავიაციამ ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შემდეგაც ისრაელმა Patriot-ის ტიპის რაკეტები გამოიყენა და თვითმფრინავი ჩამოაგდო. მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, სირიის მთავრობას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სირიის ჯარი ისრაელის საზღვრის გასწვრივ, გოლანის მაღლობებთან განლაგდა. ამ ნაბიჯის გამო ისრაელის თავდაცვის უწყებამ ბაშარ ასადის მთავრობა მკაცრად გააფრთხილა. შეგახსენებთ, რომ 1967 წელს, ისრაელმა სამ არაბულ სახელმწიფოს 6-დღიანი ომი მოუგო, რის შემდეგაც ისრაელის ჯარმა სირიის დასავლეთით მდებარე გოლანის მაღლობების ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. 1981 წლიდან ისრაელის პარლამენტმა, ეს ადგილი საკუთარ ტერიტორიად ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)