|
2018-07-24 11:06:34, 1483 ნახვა
მსოფლიო
50 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაშავებული - საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან
საბერძნეთში ტყის ხანძარს ბოლო მონაცემებით, 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათენთან ახლოს მდებარე ატიკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. წითელი ჯვრის მონაცემების მიხედვით, 26 გარდაცვლილი ქალაქ რაფინის სიახლოვეს იპოვეს, 24 კი, საკურორტო ზონა მატიში. სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ვეტრმფრენები სტიქიის ადგილას საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და დაზარებულები სანაპიროდან გამოყავთ. ამასთან, საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძართან საბრძოლველად დახმარების თხოვნით ევროპულ სახელმწიფოებს მიმართა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიტუაცია აკონტროლოს. მომხდარის გამო პრემიერმა ბოსნიაში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა. ტყის ხანძარი საბერძნეთში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ამ დროისთვის ცეცხლის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)