16:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 16:23:34, 2065 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანის განკარგულებით თურქეთის ყველა თეატრს დაფინანსება შეუწყდება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განაკრგულებით 11 ივლისს ქვეყნის ყველა თეატრის დაფინანსება შეწყდება, - ამის შესახებ Sputnik Turkey იუწყება.

პრეზიდენტის ამავე განკარგულების თანახმად, თეატრის მსახიობებს კონტრაქტები შეუჩერდათ, ხოლო ყველა დაგეგმილი სპექტაკლი გადაიდო.

გარდა ამისა, განკარგულების საფუძველზე თურქეთის სახელმწიფო თეატრსა და დირექტორატს, რომელიც დრამატულ და მუსიკალურ თეატრებს კურირებდნენ, საქმიანობა შეუჩერდათ.

მედიის საშუალების ინფორმაციით, მომავალში აღნიშნულ დაწესებულებებს შეცვლის სტრუქტურა, რომელიც სრულად ერდოღანის დაქვემდებარების ქვეშ იქნება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის სახელმწიფო ტეატრს 52 სასცენო მოედანი და ასევე ოპერისა და ბალეტის რამდენიმე კომპანია ეკუთვნის.

შეგახშენებთ, რეჯეპ ტაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტად 24 ივნისს აირჩიეს. 9 ივლისს მისი ინაუგურაცია გაიმართა. მან ქვეყანა მთლიანად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადაიყვანა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics