15:42 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 14:08:01, 2506 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანელების პროტესტი - ლონდონის თავზე „ბავშვი ტრამპის“ 6-მეტრიანი ბუშტი გაუშვეს

დიდ ბრიტანეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს ლონდონის თავზე "ბავშვი ტრამპის" გიგანტური ბუშტი ააფრინეს, - ამის შესახებ CNN იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, "ბავშვი ტრამპის" 6-მეტრიანი ბუშტი პარლამენტის წინ 2 საათის განმავლობაში იფრენს. ბუშტზე ტრამპი გაბრაზებული სახითაა გამოსახული. აქვს მოკლე ხელები და ფეხები, აცვია საფენი და ხელში მობილური ტელეფონი უჭირავს. 

მედიის ცნობით, ამ ფორმით ლონდონის მოსახლეობა დიდ ბრიტანეთში დონალდ ტრამპის ვიზიტს აპროტესტებს.

ტრამპის გიგანზური ბუშტის გასაშვებად პეტიციას 10 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ბუშტის გაშვება არ გაუპროტესტებია არც ლონდონის მერს, სადიქ ჰანს. მან თეთრი სახლის ლიდერი ტერაქტზე გაკეთებული განცხადებების (ტვიტების) გამო გააკრიტიკა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics