|
2018-07-10 15:16:38, 580 ნახვა
რეგიონი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ხიზა“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს“ (REAP) შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში, რძის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლობა ეძლევათ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დანერგონ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კოოპერატივმა „ხიზამ“ USAID/REAP-ის თანადაფინანსებით “საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის“ (HACCP) შესაბამისობის სერთიფიკატი მიიღო.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხიზა“ 2017 წელიდან ჩართულია „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში, რომლის ფარგლებში ახალციხეში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო ფუნქციონირებს. კოოპერატივში გაერთიანებულია 64 მეპაიე, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა ჯამში 500 ფურზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივს გადაეცა რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული კოოპერატივმა უზრუნველყო სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი შენობის აშენება, სადაც განთავსდა პროგრამის ფარგლებში გადაცემული აღჭურვილობა და მოეწყო რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 1142 ჰა სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა, კოოპერატივს საქონლის საკვებწარმოებისათვის თანადაფინანსებით გადაეცემა ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის. “ხიზა“-ს რძის საწარმოში წარმოებული სულგუნი, იმერული და შებოლილი სულგუნის ჩხირები, რომლის ბრენდინგი ასევე USAID/REAP-ის პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა იყიდება თბილისის სუპერმარკეტებში.
(NS)
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)