16:15 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-07 12:54:01, 645 ნახვა

რეგიონი
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში კაკლის და მაყვლის ახალი ბაღები გაშენდა

“ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს „გეალოგოს“-მა 8 ჰა მიწის ფართობზე კაკლის და მაყვლის ახალი ბაღი გააშენა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხეხილის ბაღები გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში მდებარეობს. პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა მარიამ მეკოშკიშვილმა, კახეთის გუბერნატორის მოადგილე  გივი მეტრეველთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შპს „გეალოგოსის“ კაკლის და მაყვლის ბაღიდაათვალიერა.

ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღიების გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 36.215 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 24.220 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 11.995 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის. ჯამურმა ინვესტიციამ 62.790 ლარი შეადგინა 

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5.264 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 28.037.524 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1820 ჰა მიწის ფართობზე.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics