18:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 16:16:19, 792 ნახვა

კომენტარი
კალაძე - ძალიან მალე გადავწყვეტთ, საერთოდ გვჭირდება თუ არა ე.წ. ყვითელი მარშრუტკები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მოძრავი ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები კრიტიკულ მდგომარეობაშია.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს.

„ყველაზე მეტი მგზავრი დღეს მიკროავტობუსებს გადაჰყავთ. აქაც, ისევე როგორც ყვითელ ატობუსებთან მიმართებაში, არის მძიმე მდგომარეობა. მათი 90 პროცენტი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მგონია, რომ რესურსი ამოწურული აქვთ. დღეს რომ მათ ლიცენზია ჩამოვართვათ, მგზავრებს ხომ სჭირდებათ გადაადგილება, სერიოზულ პრობლემას წარმოქმნის. დღემდე დედაქალაქს არ ჰქონია სატრანსპორტო მასტერპლანი. ჩვენ მივიღეთ გრანტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან და დავიწყეთ კვლევა რომელსაც კომპანია „სისტრა“ატარებს.ძალიან მალე ჩვენ გვექნება სრული სურათი, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორო უნდა იყოს ხაზები, რა მიმართულებით, საერთოდ გვჭირდება თუ არა ე.წ. ყვითელი მარშრუტკები და ასე შემდეგ. როდესაც ეს კვლევა გვქნება, გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მარტივი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერი ავტომანქანების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციაზე შეფასდა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მიმდინარეობა, პირველადი შედეგები და სამომავლო ნაბიჯები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics