18:27 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-30 13:35:19, 732 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - გახმოვანდა პოზიცია, ხომ არ არის ნაჩქარევი მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა

„გახმოვანდა პოზიცია, რომ ხომ არ არის ერთ-ერთ რეკომენდაციასთან [მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება] დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე მსჯელობა ნაჩქარევი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ ომბუდსმენის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრაზე ძალიან საინტერესო აზრები იქნა გამოთქმული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან. მათ შორის გახმოვანდა პოზიცია, რომ ხომ არ არის ერთ-ერთ რეკომენდაციასთან [მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება] დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე მსჯელობა ნაჩქარევი, იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე პირები ჯერჯერობით გამოკითხული არ არიან და ჩვენც ამას ვამბობდით ბოლო დღეების განმავლობაში. მეორე რეკომენდაციასთან [გ.მ.-ს სხეულის დაზიანებაზე საქმის ცალკე გამოყოფა] დაკავშირებით შეიძლება თანხმობაც კი იყოს, იმიტომ, რომ ეს არ არის რაღაც პრინციპული საკითხი. ასევე დაისვა საკითხი ხომ არ არის გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე, რამდენად აქვს კომისიას უფლება გასცეს რეკომენდაცია, რომ კონკრეტული პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რამდენად არის ამ პირის ქმედებაში დღევანდელი მოცემულობით და მტკიცებულებებით იმ დანაშაულის ნიშნები, რაც რეკომენდაციაში მოცემული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 14:00 საათზეა ჩანიშნული.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics