2018-06-29 09:48:13, 714 ნახვა
სამართალი
მსუბუქი ავტომობილი მდინარე ალაზანში გადავარდა - დაშავდა 5 ადამიანი
კახეთში, თელავი-ნაფარეულის გზაზე ტოიტას მარკის მსუბუქი ავტომობილი 15 მეტრის სიმაღლიდან, მდინარე ალაზანში გადავარდა.
მომხდარის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ,